ისრაელის განცხადებით, პირველ ეტაპაზე გასათავისუფლებელი მძევლებიდან რვა დაღუპულია

აცხადებს, რომ დარჩენილი 26 მძევლიდან, რომელიც „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის დროს უნდა გაათავისუფლოს, 8 დაღუპულია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელმა მიიღო სია „ჰამასისგან“, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მძევლების სტატუსის შესახებ.
„”ჰამასის“ სია ემთხვევა ისრაელის დაზვერვის მონაცემებს, ასე რომ, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ რვა მოკლულია „ჰამასის“ მიერ”, – განაცხადა მენსერმა, თუმცა დაღუპული მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია.
ამასთან, მისი თქმით, ოჯახები ინფორმირებული არიან მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, 19 იანვრიდან, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, „ჰამასმა“, 290-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, შვიდი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას