ისრაელის განცხადებით, ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა | მოსადმა კატარიდან დელეგაცია გაიწვია

ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარიდან დელეგაცია უკან გაიწვია. მოლაპარაკებებზე ს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ხელმძღვანელისგან, დევიდ ბარნეასგან მათ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს.
„ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა შეთანხმება, რომელიც მოიცავდა მძევლად მყოფი ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას გაგზავნილი და მათ მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად“, – ნათქვამია პრემიერი ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობისთვის, კატარში ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ისრაელსა და ჰამასს შორის, დროებითი ზავით, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ ამოქმედდა, ღაზიდან 84 ქალისა და ბავშვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.