უეფას წევრთა დიდი უმეტესობა ისრაელის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის მომხრეა და გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს, – იტყობინება ბრიტანული „ტაიმსი“.
Sky News-ის ცნობით, აშშ ისრაელის დასჯის წინაღმდეგია. „ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რათა სრულად აღვკვეთოთ ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შეჩერების ნებისმიერი მცდელობა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
The Independent-ი მრავალ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ თუ უეფა მართლაც მიიღებს ისრაელის მიმართ ასეთ ზომებს, ფიფა დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს, რაც განპირობებულია როგორც ჯანი ინფანტინოსა და დონალდ ტრამპის ურთიერთობით, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერის აუცილებლობით ძვირადღირებული და ლოგისტიკურად რთული მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მომავალი წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.
ასე რომ, თუ უეფა ისრაელის მოკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ქვეყნის ნაკრებმა, შესაძლოა, მაინც იასპარეზოს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, ვინაიდან ტურნირის ორგანიზატორი ფიფაა, თუმცა ევროპაში საკვალიფიკაციო ეტაპი უეფას ეგიდით ტარდება.
“ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ” – ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
“ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ” – ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა – იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი – პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
რატომ თამაშობს ყაზახეთი ევროპაში და ავსტრალია აზიაში? – გაიცანით 6 ნაკრები, რომლებიც სამყაროს უცხო ნაწილში გამოდიან
