ისრაელის ბოლო საჰაერო თავდასხმებს ღაზაში სულ ცოტა, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც

AP-ის ცნობით, ს საჰაერო თავდასხმებმა ღაზაში, 21 ივლისს, იმსხვერპლა სულ ცოტა, 15 ადამიანი, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები, – იტყობინებიან საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენლები.
ბოლო თავდასხმები განხორციელდა მაშინ, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, 22 ივლისს შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც ის, როგორც მოსალოდნელია, შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვა კონგრესის წინაშე, სადაც წარადგენს თავის არგუმენტებს ცხრათვიანი ომის შესახებ ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) წინააღმდეგ, რის ფონზეც გრძელდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ალყაში მოქცეული ღაზის შიგნით არსებული ისედაც მძიმე ჰუმანიტარული პირობები კიდევ უფრო გაუარესდა პოლიომიელიტის ვირუსის აღმოჩენის შემდეგ, რადგან ამ ტერიტორიაზე – რომლის მოსახლეობა 2.3 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმეტესობა იძულებით გადაადგილებულია – წყლის მიწოდებისა და სანიტარული სამსახურები ვერ ფუნქციონირებს.
ვირუსის კვალი ღაზაში კანალიზაციის ნიმუშებში აღმოაჩინეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხედროები აიცრებიან და რომ ისინი ითანამშრომლებენ შესაბამის ორგანიზაციებთან, პალესტინელებისთვის ვაქცინების შემოტანის მიზნით. ისრაელის ბოლო საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლტოლვითა ბანაკ ბურეიჯიში, სადაც დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის – ორი ბავშვი, და სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში, სადაც სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი გოგონა.
კვამლი ამოდიოდა ასევე ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკიდანაც, თუმცა დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელიც მსხვერპლთა დათვლისას არ განასხვავებს მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ომს ღაზაში 38 900-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ომი 7 ოქტომბერს დაიწყო სამხრეთ ისრაელზე ჰამასის მებრძოლთა თავდასხმის შემდეგ. ამ იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ, და მძევლად აიყვანეს 250 ადამიანი. დაახლოებით 120 ადამიანი კვლავ ტყვეობაში რჩება. ისრაელის ხელისუფლების თანახმად, მათგან ერთი მესამედი სავარაუდოდ, უკვე დაღუპულია.