ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ჰამასზე ომის ეკონომიკური გავლენის დეტალური შეფასება წარმოადგინა და ის 53 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ბანკის კვლევითი განყოფილების განახლებული პროგნოზით კონფლიქტის ხარჯი ისრაელზე 198 მილიარდი შეკელია (53 მილიარდი დოლარი), აქედან თავდაცვაზე მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი მოდის.
მანამდე Leader Capital Markets-მა, 2023-24 წლებში, ომის ფისკალური ღირებულება 180 მილიარდ შეკილად შეაფასა (დაახლოებით $49 მლრდ), ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს ომი ეკონომიკას დღეში დაახლოებით 270 მილიონი დოლარი უჯდებოდა.
ისრაელის ბანკის კვლევითმა ჯგუფმა ასევე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ახლა ელოდება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2%-ით წელს და მომავალ წელს – წინასწარი შეფასებით 2.3%-დან და 2.8%-ით 2024 წელს.
წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3,7%-ს, ხოლო 2024 წლის ბოლომდე 5%-ს შეადგენს. 2024 წლის ბოლოს ინფლაცია 2.4% იქნება. მთლიანი თავდაცვის ხარჯები 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 107 მილიარდი შეკელია (28,84 მილიარდი დოლარი).
მანამდე Bloomberg-ის ისრაელის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები ჰამასის წინააღმდეგ ყოველდღიურად 260 მილიონი დოლარი ჯდება. სააგენტოს ცნობით, კონფლიქტმა უკვე გამოიწვია ეკონომიკური ზარალი, რომელიც თითქმის 8 მილიარდი დოლარია.
