ისრაელის არმიის წარმომადგენელი თვლის, რომ ჰამასს ვერ გაანადგურებ

ისრაელის არმიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰამასის (-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) განადგურება შეუძლებელია. ამ განცხადებას მთავრობის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
მთავრობამ სასწრაფოდ დაადასტურა, რომ კვლავაც ერთგულია პალესტინელთა ამ დაჯგუფების განადგურების მიზნისა. AF-ი წერს, რომ რვა თვეზე ხანგრძლივი ომის მანძილზე, ვერ მოხერხდა ჰამასის მებრძოლების განდევნა ღაზის სექტორიდან, თუმცა ომმა მოიტანა ფართომასშტაბიანი ნგრევა.
ს არმიის კონტრადმირალის, დანიელ ხაგარის სიტყვებით: „იმის თქმა, რომ ვაიძულებთ ჰამასს გაქრეს, ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას უდრის. თუ ალტერნატივას არ შევთავაზებთ, ბოლოს და ბოლოს დაგრჩება ჰამასი“, – რომელიც, ხაგარის თქმით, არის იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ვერ მოვსპობთ.
მის განცხადებას დაუყოვნებლივ მოჰყვა პასუხი მთავრობის მხრიდან. პრემიერ-მინისტრ ს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ იერიში ღაზაზე არ დასრულდება, სანამ ჰამასი არ განადგურდება.
„პოლიტიკის და უსაფრთხოების კაბინეტმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ომის ერთ-ერთ მიზნად დაისახა ჰამასის სამხედრო და ადმინისტრაციული პოტენციალის განადგურება“, – წერია მთავრობის მეთაურის ოფისის განცხადებაში.
ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრისას, რის შემდეგაც დაიწყო ომი, 1200-მდე ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 37 ათასს.

ასევე დაგაინტერესებთ