ისრაელის არმიის ცნობით, ბეირუთზე საავიაციო თავდასხმისას მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური

The Times of Israel-მა ს არმიაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის დედაქალაქზე საავიაციო თავდასხმის დროს მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური, ჰასან ჰუსეინი, რომელიც, ამავე ინფორმაციით, პასუხისმგებელი იყო იარაღის ტრანსპორტირებაზე ჰეზბოლას რაზმებისთვის განაწილებისთვის.
ისრაელის სამხედროთა მონაცემებით, ჰუსეინი ასევე „პასუხისმგებელი იყო ბიუჯეტის შედგენასა და ჰეზბოლას ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის ლიბანიდან და სირიიდან ტერორისტული თავდასხმების კოორდინაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.“
ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის განმავალობაში მოკლეს ჰეზბოლას 450 წევრი, მათ შორის მისი ლიდერი ჰასან ნასრალა და სხვადასხვა დონის 30 მეთაური.

ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლას, რომელიც -ის მიერ ტერორისტულადაა აღიარებული, ორი ფრთა აქვს. ევროკავშირი მხოლოდ მის სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულ დაჯგუფებად. ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.
ისრაელმა 23 სექტემბერს დაიწყო მეზობელი ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) თავდასხმას, რომელსაც ემსხვერპლა 1200 პირი, ხოლო მძევლად აიყვანეს 250 ადამიანი, მოჰყვა ისრაელის არმიის სახმელეთო და საჰაერო ომი ღაზის სექტორში, სადაც დაღუპული ადამიანების რიცხვი 42 ათასამდეა.
ღაზაში ომის განმავლობაში ჰეზბოლა, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს, ჭურვებს უშენდა ისრაელის ჩრდილოეთ არეალებს, საიდანაც ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული, ისევე როგორც ლიბანის სამხრეთი არეალებიდან.