ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში სულ მცირე 310 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს. ისინი წერენ, რომ გამთენიისას არაბული ანკლავის სამხრეთით, ქალაქ რაფაში თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვი 17 500-ს აღწევს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 46 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
