ისრაელის არმია ღაზის ჩრდილოეთიდან ევაკუაციისთვის მზადებას ითხოვს

ისრაელის სამხედროებმა 21 აგვისტოს განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მყოფ სამედიცინო პერსონალსა და დახმარების ჯგუფებს აცნობეს, დაიწყონ ევაკუაციის გეგმების შემუშავება ტერიტორიის დასატოვებლად ახალი სამხედრო იერიშის დაწყებამდე.

ამ კვირაში ს სამხედრო წარმომადგენლებმა აცნობეს „ჩრდილოეთ ღაზას სექტორში მყოფ სამედიცინო წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს… მოემზადონ მოსახლეობის ღაზის სექტორის სამხრეთში ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ასევე 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ისრაელის გაფართოებული იერიში ღაზის სექტორში, რომლის მიზანია ქალაქ ღაზის აღება და ალყაშემორტყმულ პალესტინელების ტერიტორიაზე ჰამასის (ევროკავშირის და -ის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) დარჩენილი დასაყრდენების დაბომბვა, „აუტანელია“.

ისრაელის სამხედროების გეგმამ, რომელიც დაახლოებით 60 000 რეზერვისტის გაწვევას მოიცავს, გააძლიერა შიში, რომ ეს კამპანია გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ კრიზისს ბლოკადაში მოქცეულ სანაპირო რეგიონში.

„ღაზაში საომარი მოქმედებების გაძლიერება მეტ სიკვდილს, მეტ იძულებით გადაადგილებას, მეტ ნგრევას და მეტ პანიკას ნიშნავს“, – განუცხადა AFP-ს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) უფროსმა წარმომადგენელმა, კრისტიან კარდონმა.
„ღაზა დახურული სივრცეა, საიდანაც ვერავინ გაიქცევა… და სადაც ზე, საკვებსა და უსაფრთხო წყალზე წვდომა უფრო და უფრო მცირდება“, – თქვა კარდონმა.
„ამასობაში, ჰუმანიტარული დახმარების პერსონალის უსაფრთხოება ყოველ საათობრივად უარესდება“, – დასძინა მან.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აქტიურ როლს ასრულებს ღაზაში. ის მონაწილეობდა პალესტინის მებრძოლი დაჯგუფების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს ჰამასის მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების ყველა გაცვლაში.

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, AFP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად, რომელმაც ღაზაში ომი გამოიწვია, 1219 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.
ჰამასის მიერ გატაცებული 251 მძევლიდან 49 დღემდე ღაზაში მძევლად რჩება, მათ შორის 27 – ისრაელის სამხედროებს გარდაცვლილად მიაჩნიათ.
ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, სულ მცირე, 62 122 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ღაზაში მედიის შეზღუდვები და ბევრ რაიონში წვდომის სირთულეები იმას ნიშნავს, რომ AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ან ისრაელის სამხედროების მიერ მოწოდებული მონაცემები და დაღუპულთა რაოდენობა.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ