ისრაელის არმია ოპერაციას ატარებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოში

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელთა ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს ღაზის საავადმყოფო ალ-შიფაში, რომელსაც ს დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებს.
ისრაელის არმიამ დღეს, 15 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 04:04 საათზე გამოაცხადა, რომ ატარებს ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციას საავადმყოფოს გარკვეულ რაიონში. ისრაელის არმიის თანახმად, ოპერაციაში ჩართული არიან საგანგებოდ მომზადებული მედიკოსები და არაბული ენის მცოდნე პირები, რადგან ისრაელის მიზანია ზიანი არ მიაყენოს სამოქალაქო მოსახლეობას, რომელსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის დაწყებამდე, 14 ნოემბერს ღაზის მმართველობა გააფრთხილეს, რომ 12 საათის განმავლობაში, საავადმყოფოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები უნდა შემწყდარიყო, რაც არ მოხდა. ისრაელის არმია ალ-შიფაში მყოფ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს.
ალ-შიფა ღზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოა და რამდენიმე კორპუსისგან შედგება. პალესტინური მხარის მონაცემებით, კლინიკაში 700-მდე პაციენტი იმყოფება. საავადმყოფოს თავს აფარებენ სხვა სამოქალაქო პირებიც.
ტელეკომპანია Al Jazeera-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საავადმყოფოს მთავარ ეზოში ისრაელის არმიის ტანკები დგანან, სამხედროები კი ერთ-ერთ კორპუსში შევიდნენ. თვითმხილველმა BBC-ს უამბო, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაინახა 6 ტანკი და 100-ზე მეტი სპეცრაზმელი, რომლებიც მთავარ კორპუსში შევიდნენ. ზოგიერთი მათგანი შენობაში მყოფთ არაბულად მიმართავდა, რომ ადგილზე უნდა დარჩნენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის არმიის ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფებს ჩხრეკენ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით