ისრაელის არმია ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს. გავრცელებულ ოპერატიულ ინფორმაციაში IDF აცხადებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჯარებმა „ჩაატარეს ოპერაციები ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში, რომლის დროსაც ისინი შეხვდნენ ტერორისტებს, რომლებიც განზრახ მოქმედებდნენ მშვიდობიანი ტერიტორიებიდან და თავს დაესხნენ ჯარებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით“.
IDF-ის ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ ისრაელის ძალებმა “მოკლეს” ჰამასის რამდენიმე მებრძოლი და დაარტყეს ტერორისტების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რაოდენობას.