ისრაელის არმიას ღაზის სექტორში ისრაელის მთავრობის განკარგულების შესრულება დაევალა

ისრაელის სამხედროებს ღაზის სექტორთან დაკავშირებით მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევთ, განაცხადა 6 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია პალესტინელთა ტერიტორიის სრული ოკუპაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით უთანხმოების შესახებ.

სტრატეგიასთან დაკავშირებით უთანხმოების ნიშნები გაჩნდა, როცა პრემიერმინისტრი ომის ახალი ფაზის გამოცხადებისთვის
მოემზადა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ისრაელმა ჯერ კიდევ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) განადგურების „დასრულება“ უნდა მოახდინოს.

ს პრესა, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, ვარაუდობს ოპერაციების გამწვავებას, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, როგორიცაა ქალაქი ღაზა და ლტოლვილთა ბანაკები, სადაც, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ დაკავებული.

“ფრანსპრესის” თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუ და მისი კაბინეტი ბრძანებას გასცემენ ღაზის სექტორის სრული სამხედრო ოკუპაციის შესახებ, რამაც არმიის შტაბის უფროსთან, ეიალ ზამირთან უთანხმოება გამოიწვია.

5 აგვიტოს ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სამსახურების უფროსებთან სამსაათიანი დახურული შეხვედრა გამართა, რათა ომის გაგრძელების ვარიანტები განეხილათ, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN-ის ცნობით, შეხვედრაზე ზამირმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ სრული ოკუპაცია „ხაფანგში გაბმის“ ტოლფასი იქნებოდა.

ტელეარხ Channel 12-ის ცნობით, არმიის მეთაურმა სრული ოკუპაციის ალტერნატივები წარმოადგინა, როგორიცაა იმ კონკრეტული ტერიტორიების ალყაში მოქცევა, სადაც, სავარაუდოდ, ჰამასი იმყოფება.

მაგრამ თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, მკაფიო გზავნილით უპასუხა.
“უფროსის უფლება და მოვალეობაა, გამოხატოს თავისი პოზიცია შესაბამის ფორუმებზე“, – დაწერა მან X-ზე.
„მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებების მიღება ხდება პოლიტიკური ეშელონის მიერ, “ცაჰალი” (ისრაელის არმმა) მათ მონდომებითა და პროფესიონალიზმით აღასრულებს… სანამ ომის მიზნები არ იქნება მიღწეული“, – დასძინა მან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ ხუთშაბათს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომას მოიწვევს, რათა საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაფართოების შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 აგვიტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მთელი ღაზის სექტორის ოკუპაციის შესახებ, თუმცა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ისრაელზეა დამოკიდებული“.
2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა ისლამისტური მოძრაობის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის მთავრობა, რომელმაც საპასუხოდ ომი წამოიწყო ჰამასთან, მზარდ ზეწოლას განიცდის და მისგან კონფლიქტის დასრულებას მოითხოვენ.

გაეროს უშიშროების საბჭომ 5 აგვისტოს საგანგებო სხდომა გამართა ღაზაში ისრაელელი მძევლების საკითხის განსახილველად. ისრაელი ცდილობს, მძევლების საკითხი გლობალური დღის წესრიგის პრიორიტეტად შეინარჩუნოს.
პარალელურად, საერთაშორისო კრიტიკა გამძაფრდა ორ მილიონზე მეტი პალესტინელის ტანჯვის გამო, რომლებიც, გაეროს გაფრთხილებით, ფართომასშტაბიანი შიმშილობა ემუქრებათ.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, AFP-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმას ისრაელის მხრიდან 1219 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
პალესტინელთა ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტროს (რომელსაც ჰამასი მართავს) მონაცემებით, რომლებსაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, ისრაელის მიერ საპასუხოდ დაწყებული საომარი მოქმედების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 61 020 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მაცხოვრებლები.

ფორუმი