ს არმიამ 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო სამი გენერალი დაითხოვა

ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ სამი გენერალი გაათავისუფლა და მაღალი რანგის სხვა რამდენიმე ოფიცრის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღო იმის გამო, რომ ვერ აიცილეს თავიდან 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის (-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმა.
ეს ნაბიჯი გადაიდგა ორ კვირაში მას მერე, რაც ს მთავარსარდალი ეიალ ზამირი იმ წარუმატებლობის „სისტემური გამოძიების“ ჩატარებისკენ მოწოდებით გამოვიდა, რომელმაც თავდასხმა გამოიწვია. საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად, მთავრობა აჭიანურებდა სახელმწიფო კომისიის გამოძიების დაწესებას.

გათავისუფლებული გენერლების სიაში შედიან სამი დივიზიის მეთაურები, რომელთაგან ერთ-ერთი ინციდენტის დროს სამხედრო დაზვერვის უფროსი იყო.

არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პირადად არიან პასუხისმგებელი, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმა თავიდან ვერ აიცილეს.
გენერლები დაითხოვეს მას მერე, რაც სამივეს უკვე დატოვებული ჰქონდა თანამდებობები. მათ შორისა სამხრეთის სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი იარონ ფინკელმანი.

დისციპლინური ზომები გამოუცხადეს საზღვაო და საჰაერო ძალების მეთაურებს, ასევე ოთხ სხვა გენერალს და რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერს.

ჯერ კიდევ გასარკვევია, ვრცელდება თუ არა ჰამასის თავდასხმის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ზე.

ნეთანიაჰუს მთავრობა ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი იყო.

ჰამასის მიერ 2023 წლის ოქტომბერში სამხრეთ ისრაელზე თავდასხმას 1221 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ღაზაში ორწლიანი დამანგრეველი ომი გამოიწვია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებსაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, ისრაელის საპასუხო საომარ მოქმედებებს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 69756 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა სამხედრო მეთაურის, ზამირის მიერ დანიშნულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში – არმიის შიდა გამოძიების დასკვნა 7 ოქტომბრის თავდასხმებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ავტორები დაასკვნიან, რომ სამხედრო აპარატში „ხანგრძლივი სისტემური და ორგანიზაციული ჩავარდნა“ იყო.

დასკვნაში ლაპარაკია „სადაზვერვო ჩავარდნის შესახებ“ და იმაზე, რომ თავდასხმებთან დაკავშირებით „განგაშის ატეხვა არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ არმიას ჰქონდა „განსაკუთრებული, მაღალი ხარისხის ინფორმაცია“.

24 ნოემბერს ღაზაში ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა დახვრიტეს სამი პირი, რომლებმაც გადაკვეთეს ე.წ. ყვითელი ხაზი, ტერიტორია, სადაც ისრაელის ჯარი განთავსდა გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფომ ასევე დაადასტურა ორი ცხედრის და სამი დაშავებული პალესტინელის მიღება, მათ შორის ერთი – კრიტიკულ მდგომარეობაშია.

AFP იმოწმებს პალესტინელთა სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელს, მაჰმუდ ბასალს, რომლის თანახმად, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ტანკების ცეცხლის გახსნის შედეგად ღაზაში.

შიფას საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამედ აბუ სალმიამ დაადასტურა ცხედრის, ასევე ინციდენტის დროს დაშავებული კიდევ რამდენიმე ადამიანის მიღება.

ჰამასი რეგულარულად ადანაშაულებს ისრაელს “ყვითელი ხაზის” მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადატანაში, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მარკ რუტემ კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა ამბობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ