ისრაელის არმიამ ქალაქი ხან-იუნისი ალყაში მოაქცია – ინტენსიური ბრძოლები ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე ქალაქი ხან-იუნისი რჩება.
ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქი ისრაელის არმიამ ალყაში მოაქცია, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიიდან გასვლის უფლება ეძლევა.
ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ათასობით ადამიანმა ხან-იუნისი უკვე დატოვა და პროცესი გრძელდება. ინტენსიური ბრძოლებია ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები ქალაქის დარჩენილ ნაწილებში უფრო ღრმად შევიდნენ, სადაც, მათი აზრით, “ჰამასის” ლიდერები, მძევლებთან ერთად, გვირაბებში იმალებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე