პალესტინელების ავტონომიის ხელისუფლებამ 24 ივლისს განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ღამით ორი პალესტინელი მოზარდი მოკლა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის არმიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მისი ძალების სამიზნე აალებადი ასაფეთქებლების მსროლელი ადამიანები იყვნენ.
„სამოქალაქო საქმეთა გენერალურმა სამმართველომ ჯანდაცვის სამინისტროს აცნობა აჰმად ალი ასად აშირა ალ-სალაჰის (15 წლის) და მოჰამედ ხალედ ალიან ისას (17 წლის) მოწამებრივი სიკვდილის შესახებ, რომლებიც ოთხშაბათს ღამით, ბეთლემის სამხრეთით, ქალაქ ალ-ხადერში (ისრაელის) სროლის შედეგად დაიღუპნენ“, – განაცხადა სააგენტომ, რომელიც პალესტინის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.
ისრაელის არმიამ AFP-ს დაუდასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მისმა ძალებმა „რამდენიმე ტერორისტისისგან” შემდგარი ჯგუფიდან ორი ადამიანი მოკლეს.
„ალ-ხადერის მიმდებარე ტერიტორიაზე (ისრაელის არმიის) სამხედრო ოპერაციის დროს… ჯარისკაცებმა ამოიცნეს რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ ამ არეალში მდებარე ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით“, – დასძინა მან.
„ჯარისკაცებმა ტერორისტების მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი მათგანი გაანადგურეს.“
დასავლეთ ნაპირზე ძალადობამ იმატა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ჯგუფი) თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე 2023 წლის 7 ოქტომბერს.
AFP-ის ცნობით, რომელიც პალესტინის ხელისუფლების მონაცემებს ეყრდნობა, ისრაელის ჯარისკაცების ან ახალმოსახლეების მიერ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოკლულია სულ მცირე, 960 პალესტინელი, მათ შორის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
იმავე პერიოდში, ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, პალესტინელების თავდასხმების ან ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს, სულ მცირე, 36 ისრაელელი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.
ფორუმი