ისრაელის არმიამ ორი ოფიცერი გაათავისუფლა

ღაზის სექტორში, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და ავსტრალიის მოქალაქეების დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, 5 აპრილს, ს არმიამ ორი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვა. ინფორმაციას ისრაელის ხელისუფლება ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ რამდენიმე პირის დანაშაული დაადგინა. ამის გამო, ორი სამხედრო დაითხოვეს, რამდენიმეს კი საყვედური გამოუცხადეს.
ინციდენტი, რომლსაც ისრაელი იძიებდა, კვირის დასაწყისში მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში იერიშები განახორციელეს კოლონაზე, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა 7 მოხალისე, რომლებიც პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები იყვნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროების და პასუხისმგებელი პირების მიერ, ჰუმანიტარული დახმარების სამი მანქანის არასწორად იდენტიფიცირება მოხდა. ეს მანქანები დაკავშირებული იყო საერთაშორისო სასურსათო დახმარების ჯგუფებთან, რომელთაც ღაზის სექტორში კრიტიკულად საჭირო საკვები მიჰქონდათ.
ისრაელის გამოძიებამ დაადგინა, რომ საავტომობილო კოლონაზე განხორციელებული საჰაერო იერიშები „სერიოზული დარღვევებით“ განხორციელდა. განცხადება ასევე ამბობს, რომ ისრაელი სერიოზულად ეკიდება მომხდარს და დაღუპული მოხალისეების ოჯახების მისამართით სამძიმარს გამოთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის