ისრაელის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ გამოაცხადა, რომ დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“. ნეთანიაჰუს თანახმად, სამიზნე იყო ურანის გამდიდრების მთავარი ობიექტი ქალაქ ნათანზში.
ს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამიზნეებს შორის იყვნენ ირანელი ფიზიკოსებიც, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. მისივე ცნობით, დაარტყეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრსაც.
ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ირანისგან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები იყო ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.
ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს არა მხოლოდ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობაზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში