ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა სირია-ლიბანის სასაზღვრო არეალზე

ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა სირია-ლიბანის საზღვრისპირა ინფრასტრუქტურაზე, რათა ხელი შეუშალოს ჰეზბოლისთვის იარაღის მიწოდებას სირიიდან, იტყობინება Reuters-ი არმიაზე დაყრდნობით. არმია აცხადებს, რომ “ჰეზბოლა ამ საბრძოლო საშუალებებს ს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ის გააგრძელებს მიაყენოს დარტყმები და იმოქმედოს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მცდელობის წინააღმდეგ შეიარაღდეს ის და ლიბანში იარაღი სირიიდან შეიტანოს”.
ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიემ განუცხადა Reuters-ს, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე გახდა მცირე ზომის ხიდის სირიული ნაწილი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ლიბანში მოხვედრა.
ისრაელმა თავის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია. ჰეზბოლას ირანი უჭერს მხარს და ეხმარება.
ლიბანში საბრძოლო მოქმედებების ზონა დატოვა ათასობით ადამიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა