ისრაელის არმიამ დაარტყა გვირაბს, რომელიც ლიბანს სირიასთან აკავშირებდა, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დამწყებიდან ჰეზბოლას 250 მებრძოლი მოკლეს

ისრაელის არმიის ცნობით, იერიში მიიტანეს მიწისქვეშა გვირაბზე, რომელიც ლიბანის საზღვრისპირა არეალიდან სირიაში იყო გაყვანილი.
გვირაბის საშუალებით, ამავე ინფორმაციით, შეიძლებოდა დიდი რაოდენობის იარაღის გადატანა და შენახვა.
4 ოქტომბრის ცნობით, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს არმიის წარმომადგენელზე, ვიცეპოლკოვნიკ, ნადავ შოშანის მონაცემებზე დაყრდნობით – ს არმიამ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების მერე მოკლა ჰეზბოლას 250 მებრძოლი, მათ შორის სამხედროები სამეთაურო შემადგენლობიდან.
ლიბანის სამხრეთში, ქალაქ მარჯაიუნზე ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად მუშაობა შეაჩერა საავადმყოფომ, რომელმაც მოახერხა პერსონალის ევაკუაცია.
Reuters-ის სააგენტოს თანახმად, რაკეტა ჩამოვარდა საავადმყოფოს შესასვლელთან და სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა დროებით ევაკუაცია. საავადმყოფოს დირექტორის, მუნეს კლაკეშის თანახმად, პერსონალიდან არავინ დაშავებულა, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ევაკუაცია, „სანამ უსაფრთხოების ვითარება გაირკვევა“- თქვა მან.
ჰეზბოლა -ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული, ევროკავშირის ქვეყნებს კი მისი სამხედრო ფრთა ჰყავთ “შავ სიაში” შეყვანილი.
ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ჰეზბოლა აკონტროლებს ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს.
4 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე. სააგენტო AFP ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 11 დარტყმა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება