ისრაელის არმიამ გააფართოვა სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორში – ქალაქ რაფაჰში

ისრაელის არმიის განცხადების თანახმად, მისი ჯარისკაცები განთავსებული არიან ქალაქ რაფაჰის სხვადასხვა ნაწილში, რათა გააფართოონ ს მიერ უსაფრთხოების ზონად განსაზღვრული ტერიტორია.
ისრაელი ასევე აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) და ისლამური ჯიჰადის პოზიციებზე.
ჰამასის კონტროლის ქვეშ მოქმედი ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაიღუპა 25 ადამიანი. იმავდროულად, ჰამასი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებას შუამავლების -კატარისა და ეგვიპტისგან. თუმცა ისრაელმა ცვლილებები მოითხოვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს ოფისმა გამოაცხადა, რომ საპირისპირო წინადადება იქნა წარდგენილი. დეტალები არ გავრცელებულა.
პალესტინელთა ორგანიზაციამ, წითელმა ნახევარმთვარემ განაცხადა, რომ მისი 9 თანამშრომელია დაკარგული მას შემდეგ, რაც ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო დახმარების მანქანებს.
ორგანიზაციის თანახმად, ეკიპაჟის ცხრა წევრის ბედი კვლავ უცნობია დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა სასწრაფო დახმარების მანქანებზე მიიტანეს იერიში.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხედროებმა სასწრაფო დახმარების მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც ისინი “საეჭვო მანქანებად” ჩათვალეს, კვირას, ღაზის სამხრეთში მომხდარი ინციდენტის დროს, რომელიც ჰამასის ხელისუფლებამ დაგმო, როგორც “ომის დანაშაული”. როგორც იტყობინებიან, დაღუპულია, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.

სროლა რაფაჰში, თალ ალ-სულთანის რაიონში, მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ისრაელმა განაახლა ოპერაცია ღაზის სამხრეთში, ეგვიპტის საზღვართან. ღაზის დაბომბვა განახლდა 18 მარტს, თითქმის ორთვიანი ზავის შემდეგ.

წითელმა ნახევარმთვარემ თავის განცხადებაში ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ის უარს ამბობს მომხდარის გამოძიებაზე.
ისრაელის სამხედროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ მათმა ძალებმა “ცეცხლი გაუხსნეს ჰამასის მანქანებს და გაანადგურეს ჰამასის რამდენიმე ტერორისტი”.
სამხედროებს არ უთქვამთ, გაუხსნეს თუ არა მათ ცეცხლი მანქანებიდან.
„მიზანმიმართული მკვლელობა მაშველებისა, რომლებიც დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, წარმოადგენს ჟენევის კონვენციების უხეშ დარღვევას და ომის დანაშაულს“, – განაცხადა ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა ბასემ ნაიმმა.

ტომ ფლეტჩერმა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ 18 მარტიდან ისრაელის საჰაერო თავდასხმები ხორციელდებოდა “მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში”, სადაც “პაციენტები დაიღუპნენ საავადმყოფოს საწოლებში. ესროდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. მოკლეს სასწრაფო დახმარების მუშაკები”.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც ჰამასის კონტროლის ქვეშაა, 29 მარტს განაცხადა, რომ სულ მცირე, 921 ადამიანი დაიღუპა პალესტინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაახლა ფართომასშტაბიანი თავდასხმები. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 50 ათასამდე პალესტინელი.
საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ისრაელმა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, როცა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა და ისინი ღაზაში წაიყვანეს.
ფორუმი