ისრაელისა და “ჰამასის” დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს | მედია

Reuters- ის ინფორმაციით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს. გამოცემა წერს, რომ ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს დადებითი სიგნალები ორივე მხარისგან ზავის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ.
ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა მხარესთან, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივებაზე, რაც ნიშნავს ღაზაში მყოფი მეტი მძევლისა და ს ციხეებში მყოფი მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.
ზავის შესაძლო გახანგრძლივებას არ გამორიცხავს ისრაელის მე-12 არხი.
ისრაელ-ჰამასის დროებითი, ოთხდღიანი ზავის პირველი დღე გუშინ, 24 ნოემბერს ჰამასის ტყვეობაში მყოფი 24 მძევლის გათავისუფლებით დასრულდა. სანაცვლოდ ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს.
CNN-ის ინფორმაციით, “ჰამასმა” დღეს კიდევ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი პატიმარი.
იხილეთ:
· დროებითი ზავი ისრაელსა და “ჰამასს” შორის | ტყვეთა გაცვლის მეორე ეტაპის მოლოდინი