ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.
ისრაელის მაღალი თანამდებობის პირები დებენ საზღაურის მიგებისა და “არნახული პასუხის” პირობას. პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ამერიკაში ვიზიტით იმყოფებოდა, სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა.
“ჰეზბოლა მძიმე საზღაურს გადაიხდის.” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ასევე აღნიშნა: “ჩვენ დრუზების მთელი საზოაგდოების გვერდზე ვდგავართ ამ რთულ დროში, რომელიც ჩვენთვისაც რთულია”.
ბაიდენის ადმინისტრაციამ მომხდართან დაკავშრებით მწუხარება გამოთქვა.