ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებების შემდეგ UNRWA 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ჰამასის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ბრალდებების შემდეგ, UNRWA 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ისრაელმა ბრალდებები 12 მათგანის წინააღმდეგ გააჟღერა – როგორც გუტიერეში ამბობს, ერთ-ერთი დაღუპულია და დანარჩენი ორის იდენტიფიცირებას ახდენენ.
“გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ გავრცელებული ძალიან სერიოზული ბრალდებების შემდეგ, გაერო მკვეთრ ზომებს იღებს. გაეროს ნებისმიერი თანამშრომლები, რომელიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობს, პასუხისგებაში მიეცემა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის გზით”, – თქვა მან.
პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებს 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ბრალდებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ UNRWA-ს ხელმძღვანელმა ამ თანამშრომლებს კონტრაქტი დაუყოვნებლივ გაუწყვიტა, მათი რაოდენობა ამ დრომდე უცნობი იყო.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ -მა UNRWA-ს დროებით დაფინანსება შეუჩერა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა და ხაზი გაუსვა სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიების აუცილებლობას.
მისივე განცხადებით, აშშ დამატებითი ინფორმაციისთვის ს მთავრობას დაუკავშირდა.
აშშ-ის გარდა, სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა ავსტრალიამ, კანადამ და იტალიამაც.