ისრაელელმა ჯარისკაცებმა შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც ღაზადან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ

ისრაელელმა ჯარისკაცებმა სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც ღაზის სექტორის რაფაჰის ტერიტორიიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ, – ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოწმებას, შეხვდნენ შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ავიაციამ შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ორი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. მესამე კი – ტანკიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ