The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში რაკეტები გაეროს პალესტინელი ლტოლვილების და ახლო აღმოსავლეთის ჰუმანიტარული პროგრამის სიმბოლოიან ყუთებში იპოვეს. ჯარისკაცებმა ყუთები ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები რეზერვის 7007-ე ბატალიონმა იპოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ყუთების ქვეშ კიდევ ათეულობით ჭურვი და შეიარაღების ნაწილი იყო დამალული.
ამ ყუთებისგან დამოუკიდებლად, 414-ე საბრძოლო სადაზვერვო ერთეულმა ჩრდილოეთ ღაზაში ჭურვები, იარაღის ნაწილები და რაკეტები ერთ-ერთი სახლში, ბავშვის საძინებელში იპოვა.