ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, ღაზაში მყოფი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს უკვე გადაეცა

ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, ღაზაში მყოფი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს უკვე გადაეცა
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ს მედიის ცნობით, ღაზაში მყოფი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს უკვე გადაეცა.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაიწყო მრავალფაზიანი ოპერაცია, რათა ხელი შეუწყოს მძევლებისა და დაკავებულების გათავისუფლებას და გადაცემას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტეს, პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
თავდაპირველად მძევლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ, შემდეგ კი მათ ისრაელში გადაიყვანენ.
„ჰამასმა“ გამოაქვეყნა ოცი მძევლის სახელი და გვარი, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. გავრცელდა 1,718 პალესტინელი პატიმრის ვინაობაც, რომელსაც ისრაელის მხარე მძევლების დაბრუნების შემდეგ გაუშვებს.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მთავრობამ -ის პრეზიდენტის, ს მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს