ისრაელელი მინისტრი მოუწოდებს ებრაელებს, ნიუ იორკი დატოვონ: ნიუ იორკი უფსკრულში იჩეხება, ისევე როგორც ლონდონი

ს დიასპორის საკითხებსა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში მინისტრმა, ამიჰაი შიკლიმ მოუწოდა ნიუ იორკში მცხოვრებ ებრაელებს, დატოვონ მეგაპოლისი.
ეს განცხადება ამიჰაი შიკლიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიუ იორკის მერად 34 წლის მუსლიმი-დემოკრატი ზოჰრან მამდანი აირჩიეს.
„ქალაქმა, რომელიც ოდესღაც გახლდათ საყოველთაო თავისუფლების სიმბოლო, გასაღები გადასცა „ჰამასის“ მხარდამჭერს, რომლის პოიზიციაც არც ისე დიდად განსხვავდება ფანატიკოსი-ჯიჰადისტების შეხედულებისგან, რომლებმაც 25 წლის წინ ნიუ იორკში სამი ათასი ადამიანი დახოცეს“, – განაცხადა ისრაელელმა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ნიუ იორკი მეტად აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ის ყველას ახსოვს, განსაკუთრებით ებრაელებისთვის და ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ, რომ ს მიწა იყოს მათი ახალი სახლი“.
„ნიუ იორკი უფსკრულში იჩეხება, ისევე როგორც ლონდონი“, – განაცხადა შიკლიმ.
ისრაელის დიასპორის მინისტრის განცხადებას დაეთანხმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირიც.
„ანტისემიტიზმა საღ აზრს აჯობა, მამდანი „ჰამასის“ მხარდამჭერია, ისრაელის მტერია და ცნობილი ანტისემიტია“, – თქვა ბენ-გვირმა.
ცნობისთვის, ნიუ იორკში 1,3 მილიონი ებრაელი ცხოვრობს.
შეგახსენებთ: მანამდე მეგაპოლისის ახალარჩეულმა მერმა ზოჰრან მამდანიმ ისრაელის მოქმედ ხელისუფლებას „აპერტეიდის რეჟიმი“ უწოდა, ხოლო ღაზის სექტორში ომს – „გენოციდი“. ჰამასის მხარდამჭერი განცხადება მას არ გაუკეთებია.
თარგმანი “საზოგადოებრივი მაუწყებელი”