ისრაელელი დეპუტატები თბილისში არ ჩამოვიდნენ ტერორისტული საფრთხის გამო – მედია

ისრაელელმა დეპუტატებმა გააუქმეს თბილისში დაგეგმილ კონფერენცია მონაწილეობა ტერორისტული საფრთხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ს მედიასაშუალებები ავრცელებენ.
კონფერენცია „ს კვირეულის“ ფარგლებში იმართება. ის საქართველოს და ისრაელის სავაჭრო პალატის მიერაა ორგანიზებული და დღეს იწყება.
როგორც ისრაელური მედიის ცნობებიდან ირკვევა, ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა სიტუაციური ანალიზი კანონმდებლების უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისაგან.
ისრაელური მედია, Arutz 7 იუწყება, რომ ისრაელის პარლამენტმა დაუდასტურა კანონმდებლების ვიზიტის გაუქმება.
„სიტუაციური შეფასების გათვალისწინებით კანონმდებლებთან საუბარი გამართა ქნესეთის უსაფრთხოების სამსახურმა“, რომელიც იცავს კანონმდებლებს, ნათქვამია ქნესეთის განცხადებაში. „უსაფრთხოების მიზეზების გამო, დამატებით დეტალებს ვერ გავავრცელებთ“ – იუწყება Arutz 7,
საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია 65 წლის იციკ მოშე. რამდენიმე წლის წინ ისრაელურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებული ძალები თბილისში მოშეს მკვლელობას გეგმავდნენ.
იციკ მოშემ დღეს Arutz 7-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში დაგეგმილი კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან მერები, გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები, მათ შორის ისრაელიდან.
„რეგიონული გარემოთი ნაკარნახევი დიპლომატიური დაბალანსების მიუხედავად, საქართველო დიდი ხანია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრო-ისრაელურ ქვეყნად ითვლება“, – განაცხადა ბიზნესმენმა Arutz 7-ს.
ამ ცნობებს გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. სუს-ის განცხადებით, მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არც ის და არც ისრაელის შესაბამისი სამსახური, ინფორმირებული არ არის.
“არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ. ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო. ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – აცხადებენ სუს-შ.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა