ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებული შეთანხმება აძლიერებს იმედებს, რომ რვათვიანი ბრძოლა მალე შეიძლება დასრულდეს. დევნილ პალესტინელებს სახლში დაბრუნება უნდათ საცხოვრებლების აღდგენა სურთ, ხოლო ისრაელელებს “ჰამასის” მიერ დატყვევებულების გათავისუფლება და მათი ოჯახებთან დაბრუნება სურთ.
აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი წინადადება ღაზაში ომის შეწყვეტის უახლესი სერიოზული მცდელობაა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ აწყდება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მის სისრულეში მოყვანაზე.
ცეცხლის შეწყვეტის იმედები მოსახლეობას რამდენჯერმე გაუცრუვდა და ახლა როგორც პალესტინელები, ასევე ისრაელელები იმედგაცრუებულნი არიან. “ჰამასი” ჯერ კიდევ მოქმედი ომის დასრულებას ითხოვს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ომს არ შეწყვეტს იქამდე, ვიდრე “ჰამასს” სრულად არ გაანადგურებს.
ომმა ღაზის მოსახლეობის 80% აიძულა სახლები დაეტოვებინა, ურბანული ლანდშაფტის დიდი ნაწილი დაუსახლებელი გახადა და შიმშილი გამოიწვია, პალესტინელები საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.
„გამოსავალი, ჩვენს სახლებში დაბრუნება გვსურს. დავიღალეთ ამ ცხოვრებით, ”- ამბობს სალამა აბუ ალ-კუმბუზი დევნილებს შორის ერთ-ერთი.
ომი ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად დაიწყო და ისრაელმა თავიდანვე განაცხადა, რომ მიზნად „ჰამასის“ სრულ განადგურებას ისახავს. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ, მოკლეს 1 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 200-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი გათავისუფლებულია, არიან მოკლულებიც . მათი ნაწილი კი კვლავ ტყვეობაში რჩება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზის სექტორში 36 000-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება ავრცელებს, რომელთაც “ჰამასი” აკონტროლებს, თუმცა გაერო თვლის, რომ ეს ინფორმაცია სანდოა.