ისპაჰანში “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სამხედრო ობიექტები იბომბება

ისპაჰანში “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სამხედრო ობიექტები ამერიკის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელთა მიერ მასობრივად იბომბება – ამის ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

პარალელურად კი ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.