ისოელიანი გაყალბებაზე: ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, ამის არ მჯერა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო დან მე-6 დღეს პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი “კარუსელებზე” ჩამოატარეს.
“მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად ის, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს “კარუსელებზე”. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა”, – განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენს ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ისე ჩამოართვეს, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.
“საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს”,- აღნიშნა იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანის განცხადებით, პროცედურული დარღვევები, “რა თქმა უნდა” იყო და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნაა, თუმცა ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია
დარღვევები, რა თქმა უნდა, რაც პირდაპირ ეთერშიც ვიხილეთ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავი დარღვევაზეა საუბარი. დარღვევები კი არა დანაშაულის ფაქტებიც იყო. ყველა ამ საკითხზე, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე, ჩვენ გვაქვს პასუხი. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი. ეს არ გაუკეთებია, არც ერთ სახალხო დამცველს და ამას ვერც ერთი სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს”,- განაცხადა იოსელიანმა.