ისლანდიაში ძლიერი ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან
ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანის, ფაგრადასფიადლის ამოფრქვევას ელოდებიან. ამის გამო ქალაქ გრინდავიკიდან 4 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას metro.co.uk ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევას წინ უძღოდა მიწისძვრები, რის გამო გრინიავიკის ქუჩებში უამრავი ბზარი გაჩნდა. საერთო ჯამში რამდენიმე ათასი ვულკანური მიწისძვრა დაფიქსირდა. რამდენიმე სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას სავარაუდოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ფაგრადასფიადლის ვულკანი იგივე სახელწოდების მთაზე მდებარეობს, ის ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 30 კმ-ით არის დაშორებული. ვულკანი მოქმედია და ბოლო ამოფრქვევა იქ 4 თვის წინ მოხდა.
