ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე ისლანდიის 254 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.
სულ არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მთავარ კანდიდატებად ბიზნესმენი ჰალა თომასდოტირი და ყოფილი პრემიერი კატრინ იაკობსდოტირი ითვლებიან. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მათ 24-24%-იანი მხარდაჭერა აქვთ, მესამე ადგილზე 18,4%-ით მეცნიერი ჰალა ჰრუნდ ლოგადოტირია.
გამარჯვებისთვის ხმათა შეფარდებითი უმრავლესობის მიღებაა საჭირო, ამიტომ მეორე ტური მოსალოდნელი არაა. ისლანდიაში პრეზიდენტს 4 წლით ირჩევენ, თანამდებობა დიდწილად ცერემონიულია, თუმცა პრეზიდენტს მთავრობის წევრების დანიშვნა და გათავისუფლება, ასევე პატიმრების შეწყალება შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ