ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. შემთხვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში მოხდა.
ამოფრქვევას, წინ რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მიწისქვეშა ბიძგები უძღოდა.
რეიკიავიკის მახლობლად მდებარე კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტს მუშაობა არ შეუწყვეტია, თუმცა ფრენებისას იყო შეფერხებები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის გააქტიურების საფრთხის გამო, მიმდებარე დასახლებებიდან 4000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის ზონასთან მიახლოება ეკრძალება ყველას, ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ.