ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

ხუთშაბათს სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანური ამოფრქვევა დაიწყო, რაც დეკემბრის შემდეგ მეექვსე ამოფრქვევაა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Reuters–ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ ბიუროზე დაყრდნობით წერს.
ბზარის საერთო სიგრძე იყო დაახლოებით 3,9 კმ და გაიზარდა 1,5 კმ-ით დაახლოებით 40 წუთში. რეიკიანესის ნახევარკუნძულიდან პირდაპირ ტრანსლაციაში ჩანს მიწიდან გამომავალი გავარვარებული ლავა.