„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ცეცხლს ხსნიან

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ცეცხლს ხსნიან
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Amak-ი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ შედიან „კროკუს სითი ჰოლში“ თავდამსხმელები და ხსნიან ცეცხლს. კადრებში ჩანს ოთხი თავდამსხმელი, რომელთა სახეებიც ბუნდოვანია და მათი ვინაობის დამალვის მიზნით ხმაც შეცვლილია.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უშუალოდ თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.
ვიდეო შეიცავს არაბულ სუბტიტრებს. ჩანაწერებში ჩანს ისიც, თუ როგორ უხსნის ცეცხლს ერთ-ერთი თავდამსხმელი შენობაში მყოფ ადამიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი