პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი გაერთიანება) შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს ღაზაში დატყვევებული ბოლო სამი მძევლიდან ერთ-ერთის ცხედარს მიაგნო.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრეცელებენ, AFP-ი და Reuters-ი.
AFP-ს მოჰყავს ალ-ყუდსის ბრიგადების განცხადების ფრაგმენტი, რომ ერთა-ერთი მძევლის ცხედარი იპოვნეს “ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, სიონისტური (ისრაელის) არმიის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩხრეკის ოპერაციების დროს.“
AFP-ს თანახმად, „ისლამური ჯიჰადის“ წყარომ, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, დაადასტურა, რომ ცხედარი ტერიტორიაზე მებრძოლების მიერ დაკავებული ბოლო სამი მძევლიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდა.
ფორუმი




