ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს – წინასწარმეტყველ მუჰამედის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს – მუჰამედი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მირაჯის ღამეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ