პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 31 ადამიანი იმსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 170-მდე ადამიანი.
პოლიციის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება მეჩეთის შესასვლელთან მოხდა.




