ირანმა და პაკისტანმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ მათი ელჩები თავ-თავიანთ პოსტებს დაუბრუნდებიან და რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ისლამაბადში ჩავა – რაც ნიშანია, რომ მეზობელი ქვეყნები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ.
პაკისტანმა თეირანიდან თავისი ელჩი გამოიწვია და ირანის ელჩს ისლამაბადში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა მას მერე, რაც ირანსა და პაკისტანს შორის გასულ კვირაში სროლა იყო, მხარეების თქმით სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
22 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი პაკისტანს 29 იანვარს ეწვევა.




