სტიქიის ზონაში კრიტიკული ვითარებაა – ზოგიერთ სოფელში არათუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია, მოქალაქის თქმით, სოფელი მამათიც, სადაც ადამიანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
მამათისკენ მიმავალ გზაზე არასდროს არავის გამოუვლია. სავარაუდოდ, მე ვიქნები პირველი. საერთოდ არ მეამაყება ეს ფაქტი. საკმაოდ მეშინია. არ ვიცი, ალბათ, სამი მეტრი თოვლი მაინც არის. ეს არის ჯუმათიდან მამათისკენ მიმავალი გზა. რა გაწმენდაზეა საუბარი, ჯერ ჯუმათში რა მდგომარეობა იყო, აქეთკენ ხომ საერთოდ. არაფერი აქ არ არის. იქ მოხუცი ოჯახები არიან, რომლებსაც ვერავინ უკავშირდება. ისიც კი არ იციან, ცოცხლები თუ არიან. მომიწია, რომ უკან გავბრუნდე, რადგან ძალიან რთულია გადაადგილება. არ მინდა, რომ იქით გადასარჩენი გავხდე, ან საერთოდ მოვკვდე. სამწუხაროდ, მიწევს, რომ დავბრუნდე სოფელ ჯუმათში. მამათამდე მიღწევა ვერ მოხერხდა. სასწრაფოდ არის დასახმარებელი”. – განაცხადა მოქალაქემ.
წყარო ტვ პირველი.
