ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები – სოზარ სუბარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აფასებს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ამავე პოლიტიკური პარტიის გაგრძელებაა და არჩევნებზე ობიექტური ვერ იქნება. სოზარ სუბარის განმარტებით, მოსახლეობას აქვს 2020 წლის არჩევნების მაგალითი, სადაც წინასწარი შედეგები სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გაყალბდა.
დეპუტატის თქმით, სანდო ვერ იქნება ის ორგანიზაციებიც, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოსახლეობას ხვდება. „როდესაც პოლიტიკური პარტიები თვითონ აფუძნებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები.
ჩვენ გვაქვს, სულ რაღაც, 4 წლის წინანდელი მაგალითი, როგორ გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა. ფასი ვერ ექნება ისეთი ორგანიზაციის ნათქვამს, როგორიც არის მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით იმიტომ, რომ ის არის მიკერძოებული, დღესაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე