ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები – სოზარ სუბარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აფასებს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ამავე პოლიტიკური პარტიის გაგრძელებაა და არჩევნებზე ობიექტური ვერ იქნება. სოზარ სუბარის განმარტებით, მოსახლეობას აქვს 2020 წლის ს მაგალითი, სადაც წინასწარი შედეგები სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გაყალბდა.
დეპუტატის თქმით, სანდო ვერ იქნება ის ორგანიზაციებიც, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოსახლეობას ხვდება. „როდესაც პოლიტიკური პარტიები თვითონ აფუძნებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები.
ჩვენ გვაქვს, სულ რაღაც, 4 წლის წინანდელი მაგალითი, როგორ გაყალბდა ხმების პარალელური დათვლა. ფასი ვერ ექნება ისეთი ორგანიზაციის ნათქვამს, როგორიც არის მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით იმიტომ, რომ ის არის მიკერძოებული, დღესაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე