ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს
მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო – ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან,” – ასე გამოხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავს მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს და არა ქართველი ხალხისგან.
,,მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო – ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Previous: ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე და იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს

ასევე დაგაინტერესებთ

აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებზე: მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია – შედეგი ეს არის

ჩვენი მოთხოვნა იყო, ხუბუას დაეტოვებინა უნივერსიტეტი. ისევ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს მისი კაბინეტიდან. ავედით სააქტო დარბაზში, სადაც დერეფანში გამოსასვლელი კარი ჩაგვიკეტეს. მთელი ღამე იქ გავათენეთ. ამას მოჰყვა პროკურატურაში ჩვენი დაბარება

როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, დაიწყო კათედრების ნიველირება. გამოცხადდა, გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთანო, ასეც მოხდა- თამარ კეკელიძეს მოლარემ უთხრა, სიაში არ ხარო. თამარი სახლში წავიდა და ამბობდა, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს ცუდად გახდა და გულით გარდაიცვალა

სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი, წარმატებები გიორგის!