„ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების“ – შალვა პაპუაშვილი

„ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების“ –
ლატვიის, ლიეტუვის, სა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს:
ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე, საფუძველზე. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ვუთხარით, რომ მათ ხელშია უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან. რაც შეეხება თავად კანონს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიცირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს. ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევაა. თუკი ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით მზად, ამის იქითაც მზად ვართ – განაცხადა პაპუაშვილმა.