ისინი ამით უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს

ისინი ამით უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს
„ეს არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ, უტიფარი ტყუილი. ეს არის ევრობიუროკრატიის ღირებულებითი გადაგვარება, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე კომენტირებისას. მისი თქმით, ტყუილზე აგებული ეს შეფასება ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია. „ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ისეთ მაღალ დონეზეა შეფასებული, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს. ტყუილზე აგებული ეს შეფასება, ვფიქრობ, მათ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე