„ისე უყვარდა საქართველო, უკრაინის პასპორტიც კი არ აიღო“

უკრაინის ომში, ს აგრესიის დაწყების შემდეგ, რიგით 85-ე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 57 წლის ზურაბ იაშვილი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბადან დევნილი იყო და 1994 წლიდან ში ცხოვრობდა. იაშვილი რუს ოკუპანტებს ჯერ 1992-93 წლებში, მშობლიურ აფხაზეთში ებრძოდა, 2014 წლიდან კი დონბასსა და ლუღანსკში, უკვე უკრაინის არმიის რიგებში.
საქართველოსთვის ომობდა იქ აფხაზეთში და სამშობლოსთვის ომობდა აქ უკრაინაშიც, ისე უყვარდა საქართველო რომ უკრაინის პასპორტიც არ აიღო, არაფრის დიდებით საქართველოს მოქალაქეობა არ დათმო“ მერაბ იაშვილი, ზურაბ იაშვილის ძმა
„სულ ამბობდა, რომ საქართველო არის ჩემი გულიო, საქართველოსთვის ომობდა იქ აფხაზეთში და სამშობლოსთვის ომობდა აქ უკრაინაშიც, ისე უყვარდა საქართველო რომ უკრაინის პასპორტიც არ აიღო, ვეუბნებოდი, ძმაო, უკვე ასაკში ხარ, ოჯახი, შვილები გყავს, აქ ცხოვრობ, აიღე პასპორტი მეთქი და არაფრის დიდებით საქართველოს მოქალაქეობა არ დათმო“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ზურაბ იაშვილის ძმამ მერაბ იაშვილმა, რომელსაც უკრაინაში დავუკავშირდით.
აფხაზეთში, მშობლიური რაიონის და სოფლის დასაცავად ზურაბ იაშვილი 24-ე ბრიგადაში, რუზგენ გოგოხიას მეთაურობით იბრძოდა.
„როდესაც იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა, მთელი ოჯახით უკრაინაში გადმოვედით, მშობლებიც აქ გადმოვიყვანეთ, მაგრამ ომმა ზურა აქაც იპოვა. 2014 წელს, უკრაინის არმიას შეუერთდა და აღმოსავლეთის ფრონტზე ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა, 93-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში ირიცხებოდა, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული“ – იხსენებს მერაბ იაშვილი.
„რუსების ბოლო შემოჭრის შემდეგ, ასაკის მიუხედავად, უკრაინის არმიის მე-2 ინტერნაციონალურ ბრიგადას შეუერთდა. ახალგაზრდა მეომრებში ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველას მისი იმედი ჰქონდა.
ძლიერ დაბომბვაში მოჰყვა, ზურიმ რამდენიმე სამხედრო გადაარჩინა, გადაეფარა და მათ მოასწრეს ბლინდაჟში ჩასვლა. თვითონ ძალიან მძიმედ დაიჭრა
ზურასთვის საბედისწერო 12 ივნისს მიღებული ჭრილობა გამოდგა, ლუჰანსკის ფრონტზე, ლიმანის მიმართულებაზე, ზურას შენაერთი ძლიერ დაბომბვაში მოჰყვა, მან რამდენიმე სამხედრო გადაარჩინა, გადაეფარა და მათ მოასწრეს ბლინდაჟში ჩასვლა. თვითონ ძალიან მძიმედ დაიჭრა, უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
ჯერ გადაიყვანეს დნიპროს ჰოსპიტალში, გონზე არ იყო, 8 დღე დნიპროში იყო. შემდეგ, ვერტმფრენით კიევში გადააფრინეს, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც 8 საათს გაგრძელდა. აქ მაგრად უპატრონეს, როგორც თანამებრძოლებმა, ისე ქართულმა დიასპორამ, უკრაინელებმა თავის თავად.
ამის შემდეგ გონზეც მოვიდა, ყველას იმედი გაგვიჩნდა რომ გამოძრომას შეძლებდა, რეაბილიტაციისთვის ლვივის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გართულება დაეწყო, მდგომარეობდა მოულოდნელად დამძიმდა და 14 ივლისს გარდაიცვალა. 38 დღე ძალიან იწვალა…
დავკრძალეთ დნიპროში, მშობლების და ზურას პირველი ვაჟის გვერდზე, რომელიც საქართველოში, ტყვარჩელში დაიბადა და უკრაინაში რო გადმოვედით, 1 წლის იყო. მეგობრებმა ზურის ცხედარს შიშველი ხელებით დააყარეს მიწა.
ზური სულ ამბობდა, აფხაზეთში რო დავბრუნდებით, უკრაინინდა მშობლებს და შვილს იქ აუცილებლად გადავასვენებო, ახლა მე ვდებ ამ პირობას
ზური სულ ამბობდა, აფხაზეთში რო დავბრუნდებით, მშობლებს და შვილს იქ აუცილებლად გადავასვენებო, ახლა მე ვდებ ამ პირობას. კაცურად იცხოვრა, სამშობლოს, ოჯახის და თანამმებრძოლების სიყვარულით, მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა“ – გვითხრა მერაბ იაშვილმა.
“აღესრულა ჩვენი ლომი ძმა! საუკეთესო მეომარი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ზურაბ იაშვილი! ვეღარ გაუძლო მისმა ნატანჯმა გულმა და სხეულმა ოკუპანტების მიერ მიყენებული ჭრილობებს. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა“ – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მოდებაძე.
რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში – 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს უკვე 73 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე მოხალისეს ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება ვერ მოხერხდა.
ამ დრომდე, რუსი აგრესორების ტყვეობაში უკრაინის არმიის 9 ქართველი მებრძოლი რჩება. აქედან ოთხი – საქართველოს, ხოლო ხუთი უკრაინის მოქალაქეა. ორი ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

ასევე დაგაინტერესებთ