სუხიშვილების მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი, ახალ წელს განსაკუთრებული განწყობით ხვდება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მან უკვე დაიწყო საახალწლო სამზადისი და საკუთარი სახლიც 2026 წლის ტენდენციების შესაბამისად გააფორმა.
გირლანდები, საახალწლო სათამაშოები და განათებები, გარე დეკორაციები – მარიამის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებში.
თქვენ როგორ მოგწონთ?
მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია “სუხიშვილების” სოლისტია. მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია.
როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა.
“როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან, მესამეზეც – იგივე და მეოთხეზეც – იგივე, მაგრამ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა”, – ამბობდა თეა დარჩია.
მარიამი უკვე თავადაც დედაა – მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში “სუხიშვილებმა” საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა.
მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი – უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი – უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია – მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.



