კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი და საგანგებო მიმართვა გენერალურ პროკურორს – ნინო გვიშიანი გვარაკიძეს სთხოვს, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, რომელიც თავადვე დაიწყო, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
თემო ხადურის დედა დარწმუნებულია, რომ სწორედ გვარაკიძის და მისი თანამშრომლების დამსახურებიოთ არის რომ მტკიცებულებების ნაწილის წაშლა ვერ მოესწრო და სიმართლეს ფარდა აეხადა.
როდესაც ჩვენ საქმის მასალები სპეციალურ საგამოძიებო სასმახურში გადაიტანეთ, მას ხელმძღვანელობდა გიორგი გვარაკიძე. მისი და მისი თანამშრომლების დამსახურებით გვაქვს დღეს რა სურათიც გვაქვს, რომ დარჩა წაუშლელი, მან კარგად იცის ჩემი შვილის საქმე და სწორედ ამიტომ მივმართავ მას, რომ ბოლოდემ მიიყვანონს ის, რაც თვითნ გააკეთეს და იწვალეს, – ამბობს გვიშიანი გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, მისი შვილის მკვლელობა იყო სადიზმი და სხეული ისე იყო განადგურებული, რომ ექსპერტიზას პასუხის დადებაც კი გაუჭირდა.
ეს იყო სადიზმი, ექსპერტიზამ პასუხებიც კი ვერ დადო, ისე იყო ჩემი შვილის სხეული განადგურებული. უკიდურეს ზომამდე ვარ მისული, რადგან სამართალი ვერ ვიპოვე, მათ ყველაფრი გააკეთეს ამისთვის.
ნინო გვიშიანი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს ვიღაც მფარველობს და სწორედ იმიტომ არ დადგა აქამდე სამართალი, რომ საქმეში სამართალდამცველები ფიგურირებენ.
ამ დრომდე მორჩილად ველოდებოდი, ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილის საქმეს ნათელი მოჰფენოდა. ერთი ჯოჯოხეთია დედისთვის, რომ გამორჩეული შვილი არ ჰყავს, მერე ის რომ ემატება, რომ სამართალს ვერ ვპულობ და ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან, ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ჩემი შვილი გააქრეს სამი დღის მანძილზე, ეს არის პროფესიონალური ნამუშევარი. ალბათ იმ სამი დღის მანძილზე ჩემი შვილის ცხედარს ყარაულობდნენ, რომ კვალი ბოლომდე წაშლილიყო, რატა არ დასჯილიყვნენ ჩემი შვილის მკვლელები, – აცხადებს შვილმკვდარი დედა.
ნინო გვიშიანის თქმით, ის შვილმკვდარმა დედებმა – ეკა კუპატაძემ და იზა ომაძემ გამაძლიერეს და მოტივაცია მისცეს.
მე ვიცი, რომ ჩემი შვილის საქმე გამოძიებულია, ჩემი მოთხოვნა და თხოვნაა, ვთხოვ გენპროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე, ტელეფონის ამონაწერებსაც ველოდებით, ექსპერტიზის კომისიურსაც ველოდებით, რომელიც არა და არ გვაღირსეს. ისევ და ისევ, ვაგრძელებ ბძროლას, ვაანონსებ და ჩემი დაანონსებული არ იცვლება, ვაპირებ ფეხით შემოვიარო მთელი რეგიონები, ჩემს უკან არის ზღვა ხალხი, ვიწყებ მსვლელობას, სანამ ცოხალი ვარ, ამ საქმეს შევწირები, თუ არ იქნება ბოლომდე მიყვანილი. ჩვენ გვაქვს საიმისო მტკიცებულებები და მასალები, რომ ამ პირებს, ვისაც ვასახელებ, წაეყენოთ შესაბამისი ბრალი, – განაცხადა თემო ხადურის დედამ.
ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.




