,, ისე, ელისაშვილის პარტიის ფინანსებიც საინტერესოა, ლელოსთან შეერთებამდე” – ქეთევან ენუქიძე

,, ისე, ელისაშვილის პარტიის ფინანსებიც საინტერესოა, ლელოსთან შეერთებამდე” – ქეთევან ენუქიძე
,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
,,ლევან იოსელიანი ჩააცივდა 300 000 ხმას…
შესაბამისად, ლევან იოსელიანმა არ იცის, რომ აქ გაყალბების ფაქტებზე, სახელმწიფოს ძალმომრეობაზეა ლაპარაკი და არა რაოდენობაზე.
რაოდენობა მეორეხარისხოვანია, როცა არსებობს პრეცედენტი და თან ასახული არაერთი პრეცედენტი.
კონკრეტული ადამიანებიც არსებობენ, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცენ, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს.
როცა რაოდენობას ჩააფრინდები, უკვე ცრუობ.
რაოდენობას არ უნდა ჩააფრინდე.
უმჯობესია, თუ ფაქტების ნამდვილობაზე ან სიყალბეზე კონცენტრირდები და გაყალბებასაც მხოლოდ ხმების გადაწერის ჭრილში არ განიხილავ…
თუმცა, ასე ხდება, როცა ამ თანამდებობაზე ტენი ტიპს, რომლის ძმაც დიდ ბიზნესშია…
თან, როცა ეს იცი და იცი, როგორ კეთდება ამ ქვეყანაში დიდი ბიზნესი…
ჰესების, მაგალითად…
ისე, ელისაშვილის პარტიის ფინანსებიც საინტერესოა, ლელოსთან შეერთებამდე.
ვინც უნდა დაინტერესდეს ამით, ნეტა, იმის ინტერესებში რამდენად შედის ეს თემა?
თუმცა სულ მავიწყდება, რომ ჩვენთან ძმა ნათესავი არ არის…
სხვისი ძმაა ნათესავი, სხვისი!
უკაცრავად…“

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ